ორიგენიზმი

ორიგენიზმი
მოძღვრება, რომლის ბურჯადაც ითვლება მღვდელი ორიგენე. ორიგენიზმის არსებით ნიშანს შეადგენს: 1. სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა ანუ სუბორდინიზმი, რაც, ცხადია, არღვევს ერთარსება-სამების დოგმატს; აღიარებს მასში იერარქიას და თვლის, რომ მამა აღემატება ძეს, ძე - სულს; 2. სულების წინასწარ არსებობის და გარდასხეულების ანუ რეინკარნაციის თეორია. მის თანახმად (როგორც აღმოსავლურ რელიგიებშია) სული არსებობს ხორცის უწინარეს და სახლდება ერთი სხეულიდან მეორეში: განიცდის მეტემფსიქოზს (აქ საგრძნობია პლატონის გავლენა); 3. რწმენა ეშმაკის გამოსწორების, ჯოჯოხეთის მოსპობის და საყოველთაო ცხონების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, ორიგენეს დამსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უდავოა. შეიძლება ითქვას, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანული დოგმატების მეცნიერულ-ფილოსოფიურ ენაზე გამოთქმას და გაამდიდრა საეკლესიო მწერლობა. აღზარდა ღვთისმეტყველთა დასი, რომელთა შორის ბრწყინავენ დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველმოქმედი. მას დიდად აფასებდნენ კაბადუკიელი მამები.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»